პაბლო საბალეტა: "მანჩესტერული დერბი ერთმნიშვნელოვნად მთავარი თამაშია ინგლისში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პაბლო საბალეტა: "მანჩესტერული დერბი ერთმნიშვნელოვნად მთავარი თამაშია ინგლისში"


პაბლო საბალეტა:
"მანჩესტერ სიტის" მცველმა, პაბლო საბალეტამ ისაუბრა ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში მანჩესტერული დერბის მოლოდინებზე. "მანჩესტერული დერბი ერთმნიშვნელოვნად მთავარი თამაშია ინგლისში. ვიცით, ის როგორი მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის. ამასთან, "იუნაიტედი" სულ 2 ქულით ჩამოგვრჩება. მათ შანსი აქვთ, დაგვამარცხონ და პირველ ადგილზე გავიდნენ, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, შეგვიძლია, ჩამორჩენა გავზარდოთ. იმედი მაქვს, გამოგვივა. ეს არგენტინა-ბრაზილიასავითაა. თამაშობ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შენთან მოსაგებად ბევრ ძალისხმევას დახარჯავს. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი "სიტისთვის" , - თქვა საბალეტამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები