რუნი: "სიტის" ფანტასტიური ახალწვეულები ჰყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუნი: "სიტის" ფანტასტიური ახალწვეულები ჰყავს"


რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ფორვარდი უეინ რუნი "სიტისთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს. "ტოპ-კლუბებს კარგი შემადგენლობები ჰყავთ, მათ ტრავმის გამკლავება თავისუფლად შეუძლიათ. "სიტიმ" სეზონის დასაწყისში უამრავი თანხა დახარჯა. გუნდში ფანტასტიური ახალგაზრდა მოთამაშეები მივიდნენ, რაჰიმ სტერლინგისა და კევინ დე ბრუინის სახით. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქე დავამარცხოთ და ამ მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ", - განაცხადა უეინ რუნიმ. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერული დერბი ხვალ, თბილისის დროით 20:00-ზე გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები