პელეგრინი რუნის უფრთხის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პელეგრინი რუნის უფრთხის


მანუელ პელეგრინიმ ისაუბრა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ფორვარდ უეინ რუნიზე და განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია მისით. "რუნი უნიკალური ფეხბურთელია. იგი უკვე დიდი ხანია, მაღალი დონის თამაშს აჩვენებს და ამას მხოლოდ განსაკუთრებული ფეხბურთელები შეძლებენ. ერთია იყო კარგ ფორმაში 1-2 წლის განმავლობაში, მაგრამ ასეთ თამაშს აჩვენებდე 12 წელი, სხვა თემაა. ყველა თამაშში ამტკიცებდე გუნდში შენს მნიშვნელობას - ეს ძალიან რთულია". "თანამედროვე ფეხბურთში აღარ გვიკვირს 35-36 წლის მოთამაშეები. მიუხედავად ასაკისა, ზოგიერთი მათგანი მაინც მაღალ დონეზე თამაშობს და იციან, როგორ მოემზადონ კონკრეტული თამაშისთვის". რუნი წელს ვერ გამოიყურება "პრემიერლიგაში" ისე, როგორც მას შეშვენის. 30 წლის ფორვარდს მხოლოდ 2 გოლი აქვს მეტოქეთა კარში გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები