ვან გაალი: "არ ვიცი ფეხბურთელი რომელსაც მანჩესტერში თამაში არ უნდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "არ ვიცი ფეხბურთელი რომელსაც მანჩესტერში თამაში არ უნდა"


ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა ისაუბრა საკუთარ გუნდსა და მომავალ შეხვედრაზე, რომელსაც "იუნაიტედი" თანაქალაქელ "სიტისთან" გამართავს. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ისაუბრა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ დაიმატებს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც, მისი აზრით, გუნდს ჭირდება. "მე ვამბობდი, რომ მჭირდებოდა სწრაფი და კრეატიული ფეხბურთელები შეტევაში. ჩვენ დავიმატეთ რამდენიმე ფეხბურთელი და საჭიროების შემთხვევაში კიდევ დავიმატებთ მოთამაშეებს". "ყველა მოთამაშეს, რომლითაც ვინტერესდებოდი, სურვილი ჰქონდათ "მანჩესტერში" თამაშის. მთავარია, გუნდს უნდა თუ არა კონკრეტული ფეხბურთელის დამატება. არ შემხვედრია მოთამაშე, რომელიც "იუნაიტედში" თამაშზე უარს იტყვის". ლუის, ასევე, დაუსვეს კითხვა დერბის შესახებაც, რაზეც მან უპასუხა: "მატჩის ბედს გადაწყვეტს ფეხბურთელთა მომზადება შეხვედრისთვის და მათი სათამაშო ფორმა. 2, დაახლოებით, ერთი დონის გუნდი ხვდება ერთმანეთს და არა მგონია, კლასით მოახერხოს რომელიმე მათგანმა ფონს გასვლა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტაქტიკურ გეგმას და. რაღა თქმა უნდა, მატჩის არბიტრს". მოგების შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" წამოეწევიან პირველ ადგილზე მყოფ "არსენალს", ხოლო "ქალაქელები" დაიბრუნებენ პირველ პოზიციას, რომელიც ამ ტურამდე სწორედ მათ ეკავათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები