მანუელ პელეგრინი: "თუ გამარჯვება არ შეგიძლია, უბრალოდ, არ წააგო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანუელ პელეგრინი: "თუ გამარჯვება არ შეგიძლია, უბრალოდ, არ წააგო"


"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანულ პელეგრინიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ინგლისის ჩემპიონატის მატჩის (0:0) შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. "კარგი ქულა მივიღეთ. თუ გამარჯვება არ შეგიძლია, უბრალოდ, არ წააგო. ხალხი ამბობდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დაცვა, მაგრამ მეორე ტაიმში დაცვაში ძალიან კარგად ვმოქმედებდით. ხშირად ვკარგავდით ბურთზე კონტროლს, უფრო მობილიზებულად უნდა გვეთამაშა. ფრეთი კმაყოფილი ვარ, მაგრამ დიდად არ მომეწონა ჩვენი თამაში. დავიბრუნეთ ცხრილში პირველი ადგილი. დღევანდელ მატჩში დიდ როლს თამაშობდა ტაქტიკა. მირჩევნია, სხვა ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ დღეს ძალიან კარგად ვიცავდით. დღეს გუნდებმა ვერ შეძლეს შემტევი ფეხბურთის ჩვენება" , - თქვა პელეგრინიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები