მიხაილოვიჩი: "მთავარია მოვიგეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მიხაილოვიჩი: "მთავარია მოვიგეთ"


"მილანის" თავკაცმა ისაუბრა გუნდზე და განვლილ შეხვედრაზე "სასუოლოს" წინააღმდეგ. როსო-ნერიმ მატჩი დიდი გაჭირვებით, ლუის ადრიანოს მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო, როცა სასუოლო 10 კაცის შემადგენლობით თამაშობდა. მიხაილოვიჩი: "ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ და გამარჯვებას დამსახურებულად მივაღწიეთ. ჩვენ ამ შეხვედრაში ნაკლებად ვრისკავდით და ნაკლებ შეცდომასაც ვუშვებდით. საბოლოო ჯამში კარგი შეხვედრა გამოვიდა. მთავარია მოვიგოთ და არააქვს მნიშვნელობა რამდენი ბურთის სხვაობით შევძლებთ ამის გაკეთებას". მილანელთა კარს "სასუოლოსთან" იცავდა 16 წლის მეკარე - დონარუმა, რომელიც "სერია ა"-ს ისტორიაში შევიდა, იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში უთამაშია. ამასთან დაკავშირებით მიხაილოვიჩმა განაცხადა: "დონარუმა კარგი მოთამაშეა. მე არ ვაქცევ ყურადღებას მის ასაკს. მისი ძირითადში დაყენება ჩემი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. დიეგო ლოპესი შესანიშნავი მეკარეა, თუმცა ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში მისი ადგილი ახალგაზრდა მეკარემ დაიკავა". "მილანს" არ ულხინს "სერია ა"-ში. როსო-ნერი 13 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები