კევინ-პრინც ბოატენგი მზადაა "მილანში" გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კევინ-პრინც ბოატენგი მზადაა "მილანში" გადავიდეს


განის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მზადაა "მილანთან" 6 წელზე გათვლილ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. ბოატენგი ამჟამად მილანის ბაზაზე ვარჯიშობს, ასე რომ, ის "შალკეში" უკვე აღარავის სჭირდება. Tuttomercatoweb წერს, რომ ბოატენგი არაოფიციალურად 6 წლიან კონტრაქტს ათანხმებს მილანურ კლუბთან. შეთანხმება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაოფიციალურდება. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გადასვლამდე ბოატენგმა "მილანში" 4 სეზონი გაატარა. მან 100 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლის გატანა შეძლო და 2011 წელს თავის კლუბთან ერთად სკუდეტოც მოიგო. დავამატებ, რომ ბოატენმა ლუიჯი ბერლუსკონის თასის სახელობის თასზე "მილანის" შემადგენლობაში ითამაშა. შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართა, ბოატენგმა 51-ე წუთზე რომანიოლი შეცვალა. მატჩი "ინტერის" გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები