არსენ ვენგერი: "ჩვენთვის ძალიან ცუდი საღამო იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენ ვენგერი: "ჩვენთვის ძალიან ცუდი საღამო იყო"


"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა ინგლისის ლიგის თასის მე-4 რაუნდის მატჩში (0:3) "შეფილდ უენსდეისთან" უზარმაზარი ანგარიშით მარცხზე. "ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი საღამო იყო. ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ მატჩის დასაწყისში და შემდეგ არ გვითამაშია ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა გვეთამაშა. ვულოცავ "შეფილდ უენსდეის". ისინი ჩვენზე სწრაფები, ძლიერები და მტკიცენი იყვნენ. ვერაფრის შექმნა ვერ შევძელით და დაცვაში ძალიან გულუბრყვილონი ვიყავით. ექვსი ფეხბურთელი დავტოვე სახლში, მაგრამ მაინც დავკარგეთ ორი ფეხბურთელი. ტრავმები ჩვენთვის დიდი დარტყმაა. დღეს დონე ძალიან მაღალი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ისინი მზად არ არიან ასეთ დონეზე თამაშისთვის" , - თქვა ვენგერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები