"შუქურას" რუსი ოლიგარქი დააფინანსებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"შუქურას" რუსი ოლიგარქი დააფინანსებს?


სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა საფეხბურთო კლუბი "შუქურა" რუსმა ოლიგარქმა, ანდრეი რაპაპორტმა დააფინანსოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს TV-პირველი. სიუჟეტში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქობულეთის "შუქურა" ევროსაგზურს მოიპოვებს, რაპაპორტი კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ტელეკომპანიას ეს ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა, რევაზ ჩელებაძემ დაუდასტურა. "ერთი წლის წინ, ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც მან გამოთქვა სურვილი, რომ გუნდთან კონტრაქტი გააფორმოს იმ შემთხვევაში, თუ ქობულეთის "შუქურა" ევროტურნირებზე მოახერხებს გასვლას." - განაცხადა ჩელებაძემ TV-პირველთან ინტერვიუში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები