რეალი ნიჭიერ ფეხბურთელს კარგავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალი ნიჭიერ ფეხბურთელს კარგავს


რეალი ნიჭიერ ფეხბურთელს კარგავს
"რეალ კასტილიას" ფეხბურთელი მარიანო დიასი შესაძლოა მადრიდიდან წავიდეს. დიასს ჰქონდა შემოთავაზებები ინგლისური გუნდებისგან, თუმცა, იგი დარჩა გუნდში "რეალის" ძირითად გუნდში გადასვლის იმედით. 22 წლის ფეხბურთელი უკეთეს გუნდში თამაშს ლამობს, მადრიდული გრანდი არ აპირებს მის ძირითად გუნდში გადაყვანას და სავარაუდოა, რომ დიასი ზამთარში გუნდიდან წავა. თავად ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება მადრიდში, თუ მას პირველ გუნდში დააწინაურებენ. სეგუნდა დივიზიონში დომინიკელმა ფორვარდმა 7 გოლის გატანა მოახერხა წლევანდელ სეზონში. მარიანო ბარსელონაშია დაბადებული, თუმცა, თამაშობს დომინიკის ნაკრებში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები