დონადონი "ბოლონიას" მწვრთნელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დონადონი "ბოლონიას" მწვრთნელია


"ბოლონიას" ახალი მთავარი მწვრთნელი რობერტო დონადონი გახდა. 52 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე დელიო როსი შეცვალა, რომელიც დღეს შუადღისას გაათავისუფლეს. "ბოლონიასთან" დონადონის კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. შეგახსენებთ, დონადონი მანამდე "ლივორნოს", "ჯენოას", იტალიის ნაკრებს, "ნაპოლის", "კალიარის" და "პარმას" წვრთნიდა. მიმდინარე სეზონში "ბოლონიამ" იტალიის ჩემპიონატის 10 მატჩიდან 8 წააგო და 6 ქულით მე-18 ადგილზეა ცხრილში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები