მინო რაიოლა: "იბრაჰიმოვიჩი რონალდუზე და მესიზე ძლიერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მინო რაიოლა: "იბრაჰიმოვიჩი რონალდუზე და მესიზე ძლიერია"


მინო რაიოლა:
გამოჩენილმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ, რომელიც "პსჟ"-ს ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერესების წარმომადგენელია, შვედის სხვა კლუბში გადასვლის ალბათობა შეაფასა. "ბევრ კლუბს უნდა იბრაჰიმოვიჩის მიღება, მაგრამ ახლა ეს საკითხი არ გვაღელვებს. მას "პსჟ"-სთან კონტრაქტი აქვს, ჯერ არავისთან არ შევთანხმებულვართ. დიახ, ბევრს უნდა თავისთან ასეთი ფეხბურთელის ნახვა, იმიტომ, რომ შესანიშნავი ფორვარდია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის "პსჟ"-ში არ დარჩება. ამ სეზონში არსად არ წავა, შესაძლოა, არც ზაფხულში. ჩემი აზრით, ზლატანი ისევ მსოფლიოში ყველაზე ძლეირი და სრულყოფილი ფორვარდია. ყველა კლუბს, ვიემორებ, უნდა მისი მიღება. ყოველი სატრანსფერო ფანჯრისას, დაახლოებთ, 30 ასეთი კლუბია. იბრაჰიმოვიჩი რონალდუზე და მესიზე ძლიერია" , - შეაჯამა რაიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები