ალეგრი: "ასეთ მატჩებში ფავორიტები არ არსებობენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "ასეთ მატჩებში ფავორიტები არ არსებობენ"


"იუვენტუსის" მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა სერია ა-ში დამდეგ ტურინულ დერბიზე. "ასეთ მატჩებში ფავორიტები არ არსებობენ. ბოლო 2 დერბი შეუპოვარი ბრძოლით გამოირჩეოდა და ხვალინდელი თამაშიც ამგვარად წარიმართება. ტორინოს წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მათი შედეგები ცოტა გაუარესდა" , - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" მწვრთნელმა. "ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრაა სატურნირო ცხრილში მდგომაროების თვალსაზრისით. უბრალოდ, მატჩი იმაზე უკეთ უნდა ჩავატაროთ, ვიდრე აქამდე და მიზეზები არ ვეძებოთ წინა დამარცხებებში. არ უნდა ვინერვიულოთ და გვეშინოდეს. ყველაზე რთულ დროშიც კი გონებით უნდა ვითამაშოთ" , - დაამატა ალეგრიმ. სერია ა-ში 10 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" 12 ქულით მე-12 ადგილზეა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები