"მილანი", "ინტერი" და "ჩელსი" ვასკესით ინტერესდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მილანი", "ინტერი" და "ჩელსი" ვასკესით ინტერესდებიან


"პალერმოს" თავდამსხმელი ფრანკო ვასკესი ევროპული ტოპ-კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა. ვასკესი, რომელიც გასულ სეზონში პაოლო დიბალასთან ბრწყინვალე ტანდემს აყალიბებდა, ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 1 გოლის გატანითა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა. "ვასკესი ბრწყინვალე მოთამაშეა. მას ასისტების დარიგება არ უჭირს. ვფიქრობ, რომ მას აქვს პოტენციალი, რათა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. დაინტერესება? დიახ, ჩემი კლიენტის საქმიანობით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც არიან: "ჩელსი", "ინტერი" და "მილანი", - დასძინა ვასკესის აგენტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები