პელე: "50-იანებში თამაშობდა მოთამაშე, რომელიც ნეიმარს ცხრა თავით აღემატებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პელე: "50-იანებში თამაშობდა მოთამაშე, რომელიც ნეიმარს ცხრა თავით აღემატებოდა"


მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ პელემ კატალონიის "ბარსელონისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდზე ნეიმარზე ისაუბრა. "ნეიმარი - ფორვარდია. ის გამუდმებით შეტევაში თამაშობს, მაგრამ დაცვას ყურადღებას არ აქცევს. 50-იანებში იყო მოთამაშე სახელად ვალტერ ვასკონსელოსი, ის ნეიმარზე ცხრაჯერ უკეთესი იყო - ორი აზრი არ არის. თუმცა, ნეიმარი თანამედროვე ფეხბურთის ნაწილია, ამიტომაც მას წარსულში მოთამაშე ფეხბურთელთან ვერ შევადარებთ. ის ამჟამად ბრაზილიის ნაკრებში მთავარი ფიგურაა." "ფეხბურთის მეფემ" რონალდუ და მესიც შეადარა. "ადრე მე ვფიქრობდი, რომ რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუმცა ახლა მე მესისკენ ვიხრები.", - დაასრულა პელემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები