კაპელო: "მე "ნიუ იორკ სიტიში" ან "ჩელსიში"? ეს მხოლოდ ჭორებია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაპელო: "მე "ნიუ იორკ სიტიში" ან "ჩელსიში"? ეს მხოლოდ ჭორებია"


კაპელო:
რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის სამომავლოდ ამერიკულ MLS-ში გეგმავდა გადასვლას. "მე ჩემს მომავალზე საუბარი არ მიყვარს, რადგან არასდროს ვიცი რა მელის წინ. შემიძლია თუ არა "ჩელსიში" მოურინიოს ჩანაცვლება? არ ვიცი და ამაზე არც მიფიქრია. ეს მხოლოდ ჭორებია.", - განაცხადა ფაბიო კაპელომ. იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ხნის წინ "ნიუ იორკ სიტის" თაობაზეც გააკეთა კომენტარი, სადაც მან განაცხადა, რომ მისთვის ამერიკაში წასვლა ჯერ ადრეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები