დროგბა "სერია ა"-ში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დროგბა "სერია ა"-ში?


დროგბა
ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა დიდიე დროგბა აგრძელებს კარიერას MLS-ის გუნდ მონრეალში. კოტდიუარელი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, მას 12 გატანილი ბურთი აქვს არასრულ სეზონში. დროგბას კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს, რომლის თანახმადაც წელიწადში მას 3 მილიონი დოლარი ერგება. როგორც იცით, MLS-ში დეკემბრიდან მარტამდე შესვენებაა, ამ დროს დროგბა არ აპირებს დასვენებას და შესაძლოა ევროპულ ფეხბურთსაც დაუბრუნდეს, რადგან მისით "სერია ა"-ს წარმომადგენელი - "ბოლონია" ინტერესდება. სავარაუდოდ, 37 წლის ფეხბურთელი 2-თვიანი იჯარით შეუერთდება "ბოლონიას". "ბოლონიას" "სერია ა"-ში არ ულხინს, გუნდი მე-18 პიზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები