ლუი ვან გაალი: "თუ ბურთს არ ფლობ, არ შეგიძლია მოწინააღმდეგის კართან მომენტების შექმნა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუი ვან გაალი: "თუ ბურთს არ ფლობ, არ შეგიძლია მოწინააღმდეგის კართან მომენტების შექმნა"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა ინგლისის ჩემპიონატის მატჩში (0:0) "კრისტალ პალასთან" ფრეზე. "ჩვენ არ ვფლობდით ბურთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბურთის ცუდი კონტროლის გამო საშიშ მომენტებს არ ვქმნიდით. მინდა ვთქვა, რომ არ შემიძლია, შედეგზე ვიწუწუნო. შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ ისევ ვერ გავიტანეთ გოლი. მაგრამ ამის შესახებ უკვე ვთქვი "მიდლსბროსთან" მატჩის შემდეგ. დღეს იმდენად ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, რომ გოლი გაგვეტანა. თუ ბურთს არ ფლობ, არ შეგიძლია მოწინააღმდეგის კართან მომენტების შექმნა. მაგრამ ჩვენ ძველებურად გვქონდა ძალიან კარგი მომენტები. პირველი ტაიმის ბოლოს ერერას გოლი უნდა გაეტანა" , - თქვა ვან გაალმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები