ბალაგე: "ზაფხულში რონალდუ "რეალიდან" წავა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბალაგე: "ზაფხულში რონალდუ "რეალიდან" წავა"


ესპანელმა ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ ცენტრფორვარდზე კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ესპანელის თქმით რონალდუ "სამეფო კლუბს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დახლოებით 125 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს. "ის მადრიდს დატოვებს. თუ "პსჟ" მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის, მაშინ "რეალის" ხელმძღვანელები რონალდუს გაუშვებენ. "რეალი" ფიქრობს, რომ რონალდუს გაშვების ყველაზე კარგი დრო სწორედ ახლაა. ზაფხულში ის "რეალს" დატოვებს და კარიერას სხვაგან გააგრძელებს.", - დასძინა ბალაგემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები