მესი "რეალთან" არ ითამაშებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი "რეალთან" არ ითამაშებს?


"ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი, სავარაუდოდ, "რეალის" წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის გასვლით მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს 21 ნოემბერს. როგორც Sport.es იუწყება, მუხლის ტრავმის შემდეგ არგენტინელის აღდგენითი პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბი გარისკვას არ აპირებს, რათა რეციდივი არ დაუშვას. აღსანიშნავია, რომ მესის აქამდე არ დაუწყია სირბილი და ფიზიოთერაპევტისა და მასაჟისტის დაკვირვების ქვეშ რჩება. მას შემდეგ, რაც ფორვარდი სირბილს დაიწყებს, მას კიდევ 3-4 კვირა დასჭირდება, სანამ ფორმას დაუბრუნდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები