"არსენალი" პეროტით და ჟორჟინიოთი ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არსენალი" პეროტით და ჟორჟინიოთი ინტერესდება


"ჯენოას" ნახევარმცველი დიეგო პეროტი და "ნაპოლის" ჰავბეკი ჟორჟინიო "არსენალის" თვალთახედვის არეში მოექცნენ. როგორც Sky Sport Italia იუწყება, ლონდონური კლუბის შეფ-სკაუტმა, ტონი ბენფილდმა გუშინ ორივე შეათვალიერა "ჯენოა" - "ნაპოლის" მატჩის (0:0) დროს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელის და ბრაზილიელის თამაშს გერმანული და ესპანური კლუბების წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში პეროტის აქტივში 1 ბურთი და 1 საგოლე გადაცემაა. ჟორჟინიოს 10 თამაშის განმავლობაში შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები