"ბარსელონას" ფეხბურთელებმა ბოდიში მოიხადეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა ბოდიში მოიხადეს


ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონამ" "ხეტაფე" 0:2 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ კატალონიელი ფეხბურთელები ჰელოუინისთვის გამოეწყვნენ და პირდაპირ საპრესკონფერენციო დარბაზში შევიდნენ. როდესაც "ბარსელონას" მოთამაშეები დარბაზში შეცვივდნენ, ამ დროს იქ "ხეტაფეს" შემტევი ვიქტორ როდრიგესი საუბრობდა, რომელსაც სიტყვა გააწყვეტინეს. ამ ფაქტის გამო კატალონიელებმა ბოდიში მოუხადეს მოწინააღმდეგეს. "ჩვენ მხოლოდ გამარჯვებას აღვნიშნავდით, რომელიც ჰელოუინის დღეს იყო. აზრადაც არ მოგვსვლია ვინმეს შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება. ბოდიშს ვუხდით ვიქტორ როდრიგესს, რომელიც იმ მომენტში პრესკონფერენციის დარბაზში საუბრობდა", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. ვიდეო
X
https://www.youtube.com/watch?v=pTLcVi5Jz54

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები