თუ მოურინიოს არ გაათავისუფლებენ, აზარი "რეალში" გადავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

თუ მოურინიოს არ გაათავისუფლებენ, აზარი "რეალში" გადავა


თუ მოურინიოს არ გაათავისუფლებენ, აზარი
ნახევარმცველ ედენ აზარის "ჩელსიდან" "რეალში" გადასვლის ალბათობა გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიო ლონდონური გუნდის მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს, იუწყება Daily Mail. წყაროს ინფორმაციით, ბელგიელი დაიღალა პორტუგალიელის სხვადასხვა საჯარო განცხადებებითა და კრიტიკით. ფეხბურთელი "რეალში" გადასვლას აპირებს ზაფხულში, თუ მოურინიოს "ჩელსიდან" არ გაათავისუფლებენ. აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში აზარი "რეალის" გულშემატკივარი იყო, მისი კუმირი კი ზინედინ ზიდანი იყო, რომელიც ახლა მადრიდული კლუბის სტრუქტურაში მუშაობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები