ფაბრეგასი მოურინიოს წინააღმდეგ ამხედრდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფაბრეგასი მოურინიოს წინააღმდეგ ამხედრდა


ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელსა ა მთავარ მწვრთნელს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რისი მთავარი მიზეზიც გუნდიდან კლუბის ექიმის ევა კარნეიროს და ფიზიოთერაპევტის ჯონ ფერნსი გათვისუფლებაა. thesecretfootballer.com იტყობინება, რომ ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ კარნეირომ და ფერნმა მოურინიოს მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკა მიიღეს და საბოლოოდ მის გამო სამუშაოც დაკარგეს. ფეხბურთელი თვლის, რომ ექიმი და ფიზიოთერაპევტი თავიანთზე დაკისრებულ სამუშაოს ბრყინვალედ ასრულებდნენ. ეს "მინი აჯანყება" სესკ ფაბრეგასმა მოაწყო. ესპანელი ფეხბურთელი პორტუგალიელს პირადადაც შეხვდა და კარნეიროსა და ფერნის დაბრუნება სთხოვა, თუმცა ამაოდ. შეგახსენებთ, რომ კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი ჯერჯერობით მოურინიოს გათავისუფლებას არ გეგმავს. რუსმა ოლიგარქმა "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს რეაბილიტაციის მსახდენად კიდევ 2 მატჩი მისცა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები