რამდენს იხდიდა "ლივერპული" რონალდუში? - ტრანსფერის უცნობი დეტალები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამდენს იხდიდა "ლივერპული" რონალდუში? - ტრანსფერის უცნობი დეტალები


2003 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ისტორიაში პირველად შეიძინა პორტუგალიელი ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომლის სანაცვლოდაც სერ ალექს ფერგიუსონმა 16 მილიონი ევრო გადაიხადა. გუშინ ესპანელმა ჟურნალისტმა, ჟილემ ბალაჯიმ რონალდუს ბიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, სადაც ამ ტრანსფერის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა. ცნობილია, რომ გარდა "იუნაიტედისა", პორტუგალიელის შეძენა "არსენალსა" და "ლივერპულსაც" სურდათ. არსენ ვენგერი და პორტუგალიელები ფეხბურთელის ფასზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ჩაიშალა ტრანსფერი. თუმცა, უცნობია, თუ რამდენი შესთავაზა ვენგერმა "სპორტინგს" რონალდუს სანაცვლოდ. ის კი ცნობილია, თუ რამდენი შესთავაზა "ლივერპულმა" პორტუგალიურ მხარეს - 9 მილიონი ევრო. 2003 წელს სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ სურდა მერსისაიდულ გუნდს ახალგაზრდა ტალანტის გადაბირება, თუმცა, "მანჩესტერმა" ლამის 2-ჯერ მეტი გადაიხადა და ამიტომ აღმოჩნდა რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები