სერხიო რამოსი: "ასეთი თამაშის შემდეგ ყველა უნდა დავფიქრდეთ რაღაცაზე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სერხიო რამოსი: "ასეთი თამაშის შემდეგ ყველა უნდა დავფიქრდეთ რაღაცაზე"


სერხიო რამოსი:
"რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაში "პსჟ"-სთან გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. "კარგი რაღაცებიც გავაკეთეთ დღეს, მაგრამ, მთლიანობაში, ძალიან კომფორტულად არ იყო საქმე. ასეთი თამაშის შემდეგ ყველა უნდა დავფიქრდეთ რაღაცაზე. გასვლითი მატჩი უკეთ ჩავატარეთ და ქულა მივიღეთ, აქ უარესად ვითამაშეთ, მაგრამ 3 ქულა მოვიპოვეთ. მაგრამ ეს ფეხბურთია და ნებისმიერ შემთხვევაში მოგებისკენ ისწრაფვი. უნდა გვიხაროდეს, ჯგუფიდან რომ გავედით, მაგრამ, ასევე, რეაგირება უნდა მოვახდინოთ იმ შეცდომებზე, რომლებსაც ვუშვებთ. მარსელოს ტრავმა ცუდი სიახლეა. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია და კლასიკოსთვის დაბრუნდება. ისევე როგორც ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი" , - თქვა რამოსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები