რაფაელ ბენიტესი: "ფლეი-ოფში გავედით და გვიხარია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაფაელ ბენიტესი: "ფლეი-ოფში გავედით და გვიხარია"


რაფაელ ბენიტესი:
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში (1:0) "პსჟ"-სთან გამარჯვებაზე. "ფლეი-ოფში გავედით და გვიხარია. გუნდი ძველებურად უკეთესი ხდება, ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან. გავძლიერდებით, როცა ყველა დაბრუნდება. "პსჟ" შესანიშნავი გუნდია და მიხარია, წინ რომ წავედით. მოვიგეთ, მაგრამ დანაკარგიც გვქონდა. "რეალი" ჯგუფს მეთაურობს, არც ერთი გაშვებული გოლით. ეს პოზიტიური მომენტია, იმიტომ, რომ სერიოზული მოწინააღმდეგეები გვყავდა. ამ მატჩის რეზულტატი პარიზში გამართული შეხვედრის (0:0) შედეგს უფრო ფასეულს ხდის. მარსელო? როცა ზედიზედ ამდენ მატჩში თამაშობ, ტრავმის რისკი იზრდება. მას არ გაუმართლა" , - თქვა ბენიტესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები