მინიოლე: "რუბინთან" მატჩს ისე ვხვდებით, როგორც ეპლ-ს მატჩებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მინიოლე: "რუბინთან" მატჩს ისე ვხვდებით, როგორც ეპლ-ს მატჩებს"


"ლივერპულის" ბელგიელი გოლკიპერი სიმონ მინიოლე ევროპა ლიგის მე-4 ტურის წინ კომენტარს აკეტებს. შეგახსენებთ, რომ ხვალ მერსისაიდელთა მეტოქე რუსული "რუბინი" იქნება. "ევროპა ლიგა ჩვენთვის - ტურნირია, რომელიც სერიოზული მატჩებისგან შედგება. "რუბინთან" შეხვედრას ჩვენ ისე ვუყურებთ, როგორც პრემიერ-ლიგის ნებისმიერ შეხვედრას. ჩვენ წინ ძალიან სერიოზული მატჩი გველის. კარგია, რომ ტრავმის შემდეგ ბენტეკე დაგვიბრუნდა. ის მეორე სართულზე ბრწყინვალედ თამაშობს და საგოლე მომენტებსაც კაგად იყენებს. ჩვენ უნდა ვეცოდეთ, რომ მას ბევრი მომენტი შევუქმნათ, ხოლო მისი კარგი თამაში კი ჩვენს გუნდს ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს.", - განაცხადა სიმონ მინიოლემ. შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" "რუბინს" ხვალ თბილისის დროით 22:00-ზე დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები