ბენზემა და ვალბუენა ნაკრებიდან მოკვეთეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენზემა და ვალბუენა ნაკრებიდან მოკვეთეს


ბენზემა და ვალბუენა ნაკრებიდან მოკვეთეს
სექსუალური სკანდალის გამო მატიე ვალბუენა და კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს. როგორც იცით, ფრანგი მოთამაშეები სექსუალურ სკანდალში გაეხვნენ. ზაფხულში ვალბუენას უცხო პირი დაუკავშირდა და 150 000 ევრო მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სექსუალური ვიდეოს გავრცელებით დაემუქრა. ცნობილია, რომ ეს ვიდეო უცხო პირს კარიმ ბენზემას წყალობით ჩაუვარდა ხელში, რის გამოც "რეალის" შემტევის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიერ დეშამმა არც ერთი მათგანს არ უხმო ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ნოემბერში ინგლისსა და გერმანიას უპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები