გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია


გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია
გერმანიის ეროვნული ნაკრები ნოემბრის თვეში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მსოფლიო ჩემპიონები ჰოლანდიის ადა საფრანგეთის ნაკრებებს შეხვდებიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოჰიმ ლიოვმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ამ მატჩში ითამაშებენ. გუნდში რამდენიმე ცვლილებაა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა სპეციალისტმა ნაკრებში ტონი კროოსი და მესუთ იოზილი არ გამოიძახა. მეკარეები: მანუელ ნოიერი, ბერნდ ლენო, კევინ ტრაპი, რობერტ ცილერი. მცველები: ჟერომ ბოატენგი, მათიას გინტერი, ჰექტორი, მათს ჰუმელსი, შკოდრან მუსტაფი, ანტონიო რუდიგერი, სებასტიან რუდი. ნახევარმცველები: ქარიმ ბელარაბი, ემრე ჩანი, ჟულიან დრაქსლერი, ილკაი გუნდოგანი, სამი ხედირა, ქრისტოფ კრამერი, ლეროი სანე, ბასტიან შვაინშტაიგერი. თავდამსხმელები: მარიო გომესი, თომაშ მიულერი, მაქს კრუსე, ლუკაშ პოდოლსკი, ანდრე შურლე, კევინ ვოლანდი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები