კრიხოვიაკმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრიხოვიაკმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა


კრიხოვიაკმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა
"სევილიას" ნახევარმცველმა, გჟეგოჟ კრიხოვიაკმა კლუბთან ახალი, სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა. "გახარებული და ამაყი ვარ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვაგრძელებ "სევილიაში" ასპარეზობას. არც ერთ სხვა კლუბზე არ ვფიქრობ. ახალი კონტრაქტის დეტალების განხილვა არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყეთ, თუმცა, ეს პროცესი, როგორ წესი, გარკვეულ დროს იკავებს. ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ კლუბი და მე მოხარულუბი ვართ ახალი შეთანხმების გაფორმებით. მქონდა ევროპულ არენაზე გამოსვლის და ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ჯილდოს მოგების ბედნიერება. როცა მინდორზე გავდივარ, ყოველთვის 100 %ით ვიხარჯები, იმიტომ, რომ ვიცი, როგორ სერიოზულ კლუბში ვთამაშობ. გვინდა, გავიმარჯვოთ მადრიდში. "რეალი" ძლიერი გუნდია, მაგრამ შეგვიძლია სიურპრიზის მოწყობა" , -თქვა კრიხოვიაკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები