უმაღლესი ლიგა. აჭარული დერბი "დინამომ" მოიგო, "დილამ" "საპოვნელა" არ დაინდო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა. აჭარული დერბი "დინამომ" მოიგო, "დილამ" "საპოვნელა" არ დაინდო


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის მატჩები. საინტერესო იყო "ჩელე არენაზე" გამართული აჭარული დერბი, რომელიც ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა. წინა ტურში დამარცხების შემდეგ "დილამ" კვლავ მოახერხა დამაჯერებლად გამარჯვება. ამჯერად, უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა "საპოვნელას" გადაუარეს და დაუნდობელი ანგარიშით, 1-5 დაამარცხეს. რამდენიმე შეხვედრის წაგების შემდეგ, მოიგეს გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმაც. "საბურთალომ" მარტვილის "მერანს" სძლია.

"ჩელე არენა", ქობულეთი. "შუქურა"(ქობულეთი) 0-1 "დინამო"(ბათუმი)

გოლი: მაქაცარია '14

გაფრთხილება: ჩალაძე, ბაჯელიძე, დოლიძე - ვარშანიძე, თევდორაძე

"ბენდელა", თბილისი."საბურთალო"(თბილისი) 4-2 "მერანი"(მარტვილი)

გოლი: საბანაძე '23, გოშთელიანი '54, ფანცულაია '73; '76 - ბროლაძე '21, ჯღამაია '88

"რამაზ შენგელია", ქუთაისი. "საპოვნელა"(თერჯოლა) 1-5 "დილა"(გორი)

გოლი: ამბროლაძე '65 - მოდებაძე '31, მარცვალაძე '32, ერისთავი '41, ილურიძე '51, მაშუკოვი '85

გაფრთხილება: ბერუაშვილი

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები