ხავი: "ბარსელონა" კარგ მდგომარეობაშია, მადრიდიც" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხავი: "ბარსელონა" კარგ მდგომარეობაშია, მადრიდიც"


"ალ-სადის" ნახევარმცველმა, ხავიმ, რომელიც მანამდე "ბარსელონაში" თამაშობდა, კომენტარი გააკეთა "რეალის" წინააღმდეგ კატალონიური კლუბის თამაშზე. "კლასიკოში შანსები ყოველთვის 50 50-ზეა. ვერასოდეს იწინასწარმეტყველებ შედეგს. კლასიკოთი სიამოვნებას მივიღებ. "ბარსელონა" კარგ მდგომარეობაშია, მადრიდიც. მძაფრი თამაში იქნება. ხშირად ვეკონტაქტები "ბარსელონაში" ყოფილ თანაგუნდელებს და წარმატებებს ვუსურვებ. ტრებლი? რთული იქნება, რატომ არა? რატომ არ შეიძლება "ბარსელონამ" თავიდან გაიმეოროს ყველაფერი?" , - თქვა ხავიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები