ცხადაძემ ოქრიაშვილის შეგინებაზე პირველი კომენტარი გააკეთა [ვიდეო] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცხადაძემ ოქრიაშვილის შეგინებაზე პირველი კომენტარი გააკეთა [ვიდეო]


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ სტარვიზიის" ეთერში გადაცემაში "აქტუალური თემა - სპორტი" ისაუბრა. თემა, რა თქმა უნდა, ნაკრებს ეხებოდა. ერთ-ერთი ეპიზოდში კი ოქრიაშვილთან კონფლიქტის ეპიზოდი გაიხსენა, შოტლანდიასთან მატჩის დროს. "ინციდენტი ყველგან შეიძლება მოხდეს. ამიტომ, მე და ჩვენ ყველანი, ჩემი კოლეგები ვცდილობთ, რომ ფეხბურთელებმა გაითავისონ, რომ საქმე ჩვენს ქვეყანას ეხება. ეს არაა კლუბი, ესაა ეროვნული ნაკრები, სადაც ყველამ ჩვენ-ჩვენი ამბიციები და პირადი თვისებები გვერდზე უნდა გადავდოთ და პირველ რიგში, შედეგზე ვიფიქროთ. რაღაც ყოველთვის მოხდება. ეს შიდა სამზარეულოა და თუ დააკვირდებით, ვცდილობ არ გამოვიდეს და არც უნდა გამოვიდეს არაფერი აქედან. ყველაზე დიდი პრეტენზია მექნება ფეხბურთელთან, რომელიც ჩვენს ამბებს გარეთ გამოიტანს, რადგან ერთი ოჯახი ვართ. ყველა ვარჯიშის დაწყების წინ ჩვენი თემა სწორედ ესაა. ერთ ოჯახად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ოჯახში ყოველთვისაა კონფლიქტი, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ლაგდება. ესეთი მომენტი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მთავარია, შედეგი არ დაზიანდეს, მთავარია არ დაზიანდეს ნაკრები". ვიდეო
X
https://www.youtube.com/embed/GFEPmN3TZsw

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები