გარსია: "გვინდა, მოვიგოთ და პირველ ადგილზე დავბრუნდეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გარსია: "გვინდა, მოვიგოთ და პირველ ადგილზე დავბრუნდეთ"


"რომას" მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა "ლაციოსთან" თავისი გუნდის დამდეგ მატჩზე. "ლაციოსთან" ბოლო შეხვედრისას გასულ სეზონში სხვა კონტექსტი იყო, იმიტომ, რომ ის სერია ა-ს ბოლოსწინა ტურში გავიდა. ახლა გვინდა, მოვიგოთ და პირველ ადგილზე დავბრუნდეთ. სამწუხაროა, რომ "რომამ" და "ლაციომ" ვერ შეძლეს ბოლომდე აღედგინათ ძალები ევროთასების თამაშების შემდეგ. "ლაციოს" ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. კარგად შევისწავლეთ მოწინააღმდეგე და 3 ქულის აღების იმედი გვაქვს, უბრალოდ, ამისათვის არა 100, არამედ, 200 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ მატჩზე სტადიონი გადავსებული იყოს გულშემატკივრებით" , - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა. სერია ა-ში 11 ტურის შემდეგ "რომა" მე-3 ადგილზეა, 23 ქულით. "ლაციო" მე-7 პოზიციაზეა 18 ქულით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები