"ლივერპულს" იკარდის ყიდვა სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპულს" იკარდის ყიდვა სურს


მილანის "ინტერის" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი მაურო იკარდი მერსისაიდული "ლივერპულის" თვალთახედვის არეალში მოექცა. "ლივერპული" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემტევი ხაზის გაძლიერებას მაურო იკარდის გადაბირებით შეეცდება, იტყობინება Liverpool Echo. ინგლისური გაზეთის ცნობით, მერსისაიდელები მზად არიან, რომ არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფორვარდმა 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 გოლის გატანა და 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები