რურის დერბი "დორტმუნდმა" მოიგო, "მუსიკოსებმა" აუგსბურგში დაუკრეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რურის დერბი "დორტმუნდმა" მოიგო, "მუსიკოსებმა" აუგსბურგში დაუკრეს


დღეს ბუნდესლიგის მე-12 ტურის კვირა დღის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე საინტერესო მატჩი დორტმუნდში გაიმართა, სადაც "ბორუსია" გელზეკირხენის "შალკეს" დაუპირისპირდა. რურის დერბი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო თამაშია და ეს დღესაც დამტკიცდა. მაყურებელმა 5 გოლი იხილა, ხოლო, 3 აქედან ფერმანის კარში გავიდა. ტომას ტუხელის ბიჭებმა უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მოიგეს და "ბაიერნთან" სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს. თავის მხრივ, "ხუმარები" მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდნენ. კვლავ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია "აუგსბურგი", რომელმაც ამჟამად სახლში ბრემენის "ვერდერთან" წააგო. "მუსიკოსებსაც" არ აქვთ იდეალური სიტუაცია, თუმცა გუნდი გამარჯვების შემდეგ გასავარდ ზონას 5 ქულით დაშორდა. საინტერესოა, რომ კიდევ 1 გოლი შეაგდო ლეგენდარულმა კლაუდიო პიზარომ. ბრაზილიელმა შეცვლაზე შემოსვლიდან 12 წუთში გამოიჩინა თავი. დორტმუნდი 3-2 შალკე გოლები: კაგავა 30, გინტერი 43, ობამეიანგი 47 - ჰუნტელაარი 33, 71 დორტმუნდი: ბურკი, ჰუმელსი, პაპასტოპულოსი, შმელცერი, გინტერი, კაგავა, მხითარიანი, გიუნდოგანი, კასტრო (ბენდერი 87), ვეიგი, ობამეიანგი შალკე: ფერმანი, კაიკარა, მატიპი, კოლაშინაჩი (ჰოიბერგი 69), აოგო, ნეუშტადერი (პატე 89), გორეცკა, მეიერი (ჩუპო-მოტინგი 56), სანე, ჰუნტელაარი, დი სანტო გაფრთხილებები: ობამეიანგი 48, შმელცერი 82, ვეიგლი 89 - გორეცკა 38, კაიკარა, 46, დი სანტო 60, პლატე 90+1 ვიდეო მიმოხილვა: აუგსბურგი 1-2 ვერდერი გოლები: ვერჰაეგი 90+1 (პენალტი) - პიზარო 58, ბარტელსი 69 აუგსბურგი: ჰიტცი, ბრაკერი, ვერჰაეგი, კლავანი, მაქსი, ბაიერი, კაიუბი, კუ (ესვეინი 64), კორი (მორავეკი 55), ბობადილია, ჯი (ვერნერი 75) ვერდერი: ვიედვალდი, სელასიე (ლუკიმია 81), გარსია, ვესტეგაარდი, გალვესი, გარსია, იუნუზოვიჩი, ბარტელსი, ბარგფერდე, ოზტუნალი (კროოსი 64), უჯა (პიზარო 46) გაფრთხილებები: კორი 3 - გარსია 11, ვესტეგაარდი 77, იუნუზოვიჩი 93, ვიედალდი 94  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები