ემრე ჩანი: "ჯერარდს მესიც ვერ შეცვლის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემრე ჩანი: "ჯერარდს მესიც ვერ შეცვლის"


"ლივერპულის" ფეხბურთელმა, ემრე ჩანმა მის ყოფილ თანაგუნდელზე, სტივენ ჯერარდზე ისაუბრა. გერმანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ "მერსისაიდული გუნდის" ყოფილი კაპიტნის შეცვლა შეუძლებელია. ჩანი იმასაც ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა ლიონელ მესისაც კი არ აქვს. "ვფიქრობ, რომ "ლივერპულში" სტივენ ჯერარდს ვერავინ შეცვლის. ამის შესაძლებლობა ლიონელ მესისაც კი არ ექნება. რა თქმა უნდა, მე მსურს, რომ ჯერარდის გზას გავყვე "ლივერპულში" და მასსავით ვითამაშო, თუმცა, მისი შეცვლა შეუძლებელია", - აცხადებს ემრე ჩანი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები