ქოჩლაძე: "დასანანია, რომ 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქოჩლაძე: "დასანანია, რომ 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ"



უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში "ცხინვალი" საკუთარ კედლებში მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. GOAL.GE-სთან კომენტარი "ცხინვალის" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ლაშა ქოჩლაძემ გააკეთა. "საკმაოდ მძიმე თამაში გამოდგა. "მერანი" კარგი გუნდია, თამაში მშვენივრად დავიწყეთ, სწრაფი გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მალევე მივიღეთ საპასუხო გოლი, რის შემდეგაც, ვეღარ მოვახერხეთ გადაწყობა და დასანანია, რომ 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემ გოლს, მიმდინარე სეზონში პირველი ბურთი გავიტანე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო".

საბა საპანაძე

ს.კ "ცხინვალის" ფოტო


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები