ცხინვალი ჩიხურასთან დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცხინვალი ჩიხურასთან დამარცხდა


ცხინვალი ჩიხურასთან დამარცხდა

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის თეთრი ჯგუფის პირველი წრის ბოლო, მე-7 ტურის შეხვედრაში "მიხეილ მესხი 2"-ზე "ცხინვალი" ჯგუფის ლიდერ "ჩიხურასთან" 1-2 დამარცხდა.

შეხვედრა სწრაფი გოლით გაიხსნა. დიმიტრი ტატანაშვილმა კახი კაჭარავას გუნდის კარი აიღო. თორნიკე გორგიაშვილის გოლით, 69-ე წუთზე იმერლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

შეხვედრას საბოლოო წერტილი 82-ე წუთზე დაესვა. ჯაბა დვალმა მიმდინარე სეზონში აქტივში მეხუთე გოლი მიითვალა.

პირველი წრის შემდეგ 7-გუნდიან ჯგუფში 13 ქულით "ჩიხურა" პირველ ადგილზეა, "ცხინვალი" 4 ქულით მეექვსეზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები