ბათუმის დინამო ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა
თარიღი: დეკემბერი 22, 2016, 09:17
საფეხბურთო კლუბი ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა, ბახტიარ გაბდოლინმა და ლაზარ მარინოვიჩმა დატოვა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
21 წლის ყაზახმა გაბდოლინმა "დინამოს" რიგებში 1 მატჩი ჩაატარა. მას ქართულ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა.
ხოლო რაც შეეხება, სერბ შემტევ ლაზარ მარიანოვიჩს, მან "ზღვისპირელების" მაისური 10-ჯერ მოირგო და 1 გოლის გატანა მოახერხა. მარიანოვიჩი ქართულ გუნდს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.
წყარო: ბათუმის "დინამოს" პრესსსამსახური
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE