ტორპედომ კუხიანიძე დაიბრუნა


ტორპედომ კუხიანიძე დაიბრუნა
ტორპედოელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. პირველი, ვინც ნაახალწლევს კლუბთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმა გიორგი კუხიანიძეა.

დიახ, „ტორპედოს“ ექს-კაპიტანმა დღეს მშობლიურ გუნდში დაბრუნება ერთწლიან კონტრაქტზე ხელისმოწერით დაადასტურა. 24 წლის ნახევარმცველი დედაქალაქურ “ლოკომოტივს“, სადაც გარდამავალ ჩემპიონატში იბურთავა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაშორდა...

გიორგი კუხიანიძის წარდგენა ქუთაისელი გულშემატკივრების წინაშე ზედმეტი იქნება, რადგან რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის გუნდის წამყვანი ფიგურა გახლდათ. უმაღლეს ლიგაში „ტორპედოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ 99 მატჩში მან 18 ბურთი გაიტანა, ჯამურად კი ქართულ ელიტ ლიგაში მას 151 შეხვედრაში 22-ჯერ აქვს აღებული მეტოქეთა კარი. შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ გარდა გიორგის უმაღლეს ლიგაში „ზესტაფონში“, “შუქურაში“ და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “ლოკომოტივში“ აქვს ნათამაშები.

დღის ვიდეო

ფაჩულიას კურიოზული განცხადება ოლ სტარის შედეგებზე

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები