სამტრედია: შერგელაშვილი და მიგინეიშვილი ნაკრებში


სამტრედია: შერგელაშვილი და მიგინეიშვილი ნაკრებში
საქართველოს ჩემპიონიდან, იმერული "სამტრედიიდან" საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა იანვარში გასამართი ამხანაგური მატჩისთვის 2 მოთამაშე, ომარ მიგინეიშვილი და ლაშა შერგელაშვილი გამოიძახა.

ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

საქართველოს ნაკრები თბილისში 16 იანვარს შეიკრიბება, ხოლო 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ გამართავს.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები