გურამ ადამაძე ტორპედოელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გურამ ადამაძე ტორპედოელია


გურამ ადამაძე ტორპედოელია
28 წლის ცენტრალური მცველის, გურამ ადამაძის ქობულეთის “შუქურადან“ ქუთაისის “ტორპედოში“ დაბრუნების საკითხი საბოლოოდ გადაწყდა.

კლუბების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მომდევნო სეზონში ტორპედოელთა ექს-კაპიტანი ისევ მშობლიური ქალაქის გუნდის ღირსებას დაიცავს. "ტორპედოს" ოფიციალური გვერდი წერს, რომ გამოცდილი ფეხბურთელის „ტორპედოში“ დაბრუნება გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ინიციატივა გახლდათ.

უმაღლეს ლიგაში გურამ ადამაძემ 169 მატჩი ჩაატარა და 9 ბურთი გაიტანა, აქედან “ტორპედოს“ 37 მატჩში 4 გოლით დაეხმარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ქუთაისის ტორპედო ადამაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები