რობენი: "ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობენი: "ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"


რობენი:
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ვინგერი, არიენ რობენი, აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

"ამ კვირაში კარგად ვიმუშავეთ. ჩვენ განვითარება და საკუთარი თამაშის გაუმჯობესება შეგვიძლია. ვარჯიშებზე კარგად ჩანს, რომ ჩვენს შემადგენლობაში ბევრი კვალიფიციური მოთამაშეა.

სავარჯიშო პროცესი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა სათამაშო ტემპი ავკრიფოთ. ჩემი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა", - განაცხადა 32 წლის არიენმა.

"რეკორდმაისტერი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალშია გასული, სადაც ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რობენი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები