ვოლფსბურგს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს


ვოლფსბურგს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
გერმანულ "ვოლფსბურგს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს, რომელიც ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტი, ოლაფ რებე, გახლავთ.

38 წლის ოლაფმა ამ თანამდებობაზე უფრო გამოცდილი კლაუს ალოფსი შეცვალა, რომლის მუშაობითაც ბოლო პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

ოლაფ რებე კი "მგლების" სამსახურში 2013 წლიდან არის და აქამდე დირექტორთა საბჭოში შედიოდა. სეზონის მეორე ნახევრიდან კი კლუბის სპორტული დირექტორი გახდება.

ალოფსი "ვოლფსბურგში" 2012 წელს გადაბარგდა და საკმაოდ კარგი სტარტის შემდეგ, ქომაგებისა და კლუბის მესვეურების მოლოდინი ვეღარ გაამართლა.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
ვოლფსბურგი რებე ალოფსი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები