ლოკომოტივს 6 ახალწვეული ჰყავს


ლოკომოტივს 6 ახალწვეული ჰყავს
ბექა ქურდაძე, თეიმურაზ ღონღაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ირაკლი სიხარულიძე და ნოდარ ქავთარაძე - თბილისის "ლოკომოტივში" 6 ახალწვეული ითამაშებს.

ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, რომლის ცნობით, ღონღაძემ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გააფორმა, ხოლო თომაშვილმა, სიხარულიძემ, რეხვიაშვილმა და ქავთარაძემ 2017 წლამდე გააფორმეს ხელშეკრულება.

რაც შეეხება ბექა ქურდაძეს, “საბურთალოს’’ მეკარე “ლოკომოტივში’’ განათხოვრების წესით 2017 წლის ბოლომდე ითამაშებს.

გიორგი დევდარიანის შემადგენლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი კუხიანიძემ და გიორგი ფოფხაძემ დატოვეს, ხოლო მათე ვაწაძეს კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, რომელსაც კარიერის უცხოეთში გაგრძელება სურს.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები