ოფიციალურად: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 48 გუნდი ითამაშებს


ოფიციალურად: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 48 გუნდი ითამაშებს
ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის 48-მდე გაზრდა გადაწყვიტა.

ფიფაში ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მუნდიალზე მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

ყველა, 33-ვე დელეგატმა ამ იდეას მხარი დაუჭირა.

ამდენად, 2026 წელს იქნება 16 ჯგუფი, რომელშიც 3 გუნდი ითამაშებს.

პლეი-ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გავა.

ფიფა მატჩების რაოდენობას 64-დან 80-მდე გაზრდის, რაც ორგანიზაციას მეტ შემოსავალს მოუტანს. ტურნირი 32 დღეს გაგრძელდება.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები