დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო


დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
დღეს დინამოელები ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ.

თბილისელები ახალი სეზონისთვის მზადებას შუდგნენ. ამ წელიწადს პირველი ვარჯიში თამაზ სამხარაძემ ჩაატარა, ვიაჩესლავ გროზნი კი გუნდს 16 იანვარს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. დინამოელებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული და დემეტრე ბულისკერია გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ და გუნდს ხვალ შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 16 იანვრიდან თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც 4 მატჩს ჩაატარებს, მანამდე კი 14 იანვარს ზამთრის თასი 2017- ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე იხილეთ თემაზე:
თბილისის დინამო გროზნი სამხარაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები