ოფიციალურად: ბადშტუბერი შალკეში გადავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: ბადშტუბერი შალკეში გადავა


ოფიციალურად: ბადშტუბერი შალკეში გადავა
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჰოლგერ ბადშტუბერი, სეზონის დარჩენილ ნაწილს გელზენკირხენის "შალკეში" ჩაატარებს.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 27 წლის გერმანელმა სწორედ "შალკე" აირჩია და მომდევნო ექვს თვეს "ლურჯების" რიგებში, იჯარის წესით, ჩაატარებს.

ჰოლგერი უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ პარტნიორებსაც შეუერთდება. მისი მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" ზაფხულში იწურება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბადშტუბერმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და გელზენკირხენულ კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადავიდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნიშალკე 04 ბადშტუბერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები